საორგანიზაციო გუნდი

ქეთი გაგნიძე-მაქკორმიქ

კლინიკური ფსიქოლოგი/ფსიქოთერაპევტი, აშშ-ში ლიცენზირებული ფსიქიატრიული მრჩეველი.

ნინო ბერუაშვილი

სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი

მაია კალანდარიშვილი

ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი

მაგდა მაჭავარიანი

ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრი, ფსიქოლოგიის მაგისტრი

მაგდა კოტრიკაძე

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

მისასალმებელი სიტყვა

მოგესალმებით და მინდა, გახაროთ, რომ 2024 წლის ოქტომბერში სომატური გამოცდილების სასწავლო პროგრამა საქართველოში უკვე რეალობად იქცა. ჯერ კიდევ 8 წლის წინ დავიწყე ამაზე ფიქრი და ჩვენი ორგანიზაციული ჯგუფის უკვე რამდენიმე წლის მუხლჩაუხრელი მუშაობის შედეგად სომატური გამოცდილების სასწავლო პროგრამამ სტარტი აიღო საქართველოში. letterვფიქრობ, რომ ეს ფაქტი უმნიშვნელოვანესია, მითუმეტეს ახლა, ამ მომენტში, როცა საქართველოში უაღრესად ტრავმატული მოვლენები ხდება. სომატური გამოცდილების პრაქტიკოსების მომზადება აუცილებელი და გადაუდებელია, რადგანაც იძლევა იმის იმედს, რომ სულ მალე სომატური გამოცდილების პრაქტიკოსები დაეხმარებიან ხალხს ტრავმის გადამუშავებაში, ნერვული სისტემის მედეგობისა და სტრესთან გამკლავების უნარის გაზრდაში.

მინდა, მივულოცო ჩვენი პირველი ნაკადის ქართველ სტუდენტებს სომატური გამოცდილების სასწავლო პროგრამის დაწყება და ვუსურვო წარმატებები ამ უნიკალურ, საკმაოდ რთულ და, ამავე დროს, უაღრესად საინტერესო გზაზე.

მინდა, ასევე გაგიზიაროთ წერილი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოგვიგზავნა სომატური გამოცდილების საერთაშორისო ორგანიზაციის (SEI) აღმასრულებელმა დირექტორმა, რებეკა სტოლმა, და საერთაშორისო პროგრამების მენეჯერმა, ქეთი კროლმა.

აქ ვაქვეყნებთ ამ წერილს და გთხოვთ, გაეცნოთ.

პატივისცემით და დიდი სიყვარულით,

ქეთი გაგნიძე-მაქკორმიქ

საქართველოში სომატური გამოცდილების სასწავლო პროგრამის ინიციატორი და საორგანიზაციო ჯგუფის ლიდერი, სომატური გამოცდილების საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში, ქართულ-ამერიკული სომატური გამოცდილების ტრავმის ინსტიტუტის თანადამფუძნებელი და თანადირექტორი; კლინიკური ფსიქოლოგი/ფსიქოთერაპევტი, აშშ-ში ლიცენზირებული ფსიქიატრიული მრჩეველი, სომატური გამოცდილების პრაქტიკოსი.