Ariel Giarretto არიელ ჯიარეტო, აშშ (MS, LMFT, SEP, CMT, CSB) არის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპევტი, სომატური გამოცდილების საერთაშორისო ტრენერი და სომატური სექსოლოგი. უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის სწავლის კურსის დასრულებისა და ქორწინებისა და ოჯახის ფსიქოთერაპევტის ლიცენზიის მიღების შემდეგ, მან შეისწავლა სომატური თერაპიის ფართო სპექტრი, განსაკუთრებით გამორჩეულად კი - სომატური გამოცდილების კონცეპცია, Somatic Experiencing® (SE™).

სომატური გამოცდილების მოდელს ის 1999 წელს გაეცნო და უკვე 2005 წელს გახდა სომატური გამოცდილების საერთაშორისო ორგანიზაციის(SEI) ფაკულტეტის სრული წევრი. 90-იან წლებში არიელი სწავლობდა ესელენის ინტიტუტში სომატურ თერაპიის საუკეთესო მასწავლებლებთან და სექსოლოგიის ექსპერტებთან. ის არის „The Full Embodiment Model“ პროგრამის ერთ-ერთი დამაარსებელი, რომელიც სთავაზობს ფრთხილ, ტრანსფორმაციულ სემინარებს(ვერქშოფებს) იმ კლიენტებს, რომელთაც სურთ განიკურნონ სექსუალური ტრავმის, სექსუალური ძალადობისა და სხეულთან გაუცხოებისგან.

მას გავლილი აქვს სწავლების ვრცელი კურსი პრენატალურ და პერინატალურ თერაპიაში რეი კასტელინოსთან, ასევე მიჯაჭვულობისა და ადრეული განვითარების ტრავმის კურსები. იგი მუშაობს როგორც წყვილებთან და ასევე ცალკეულ ინდივიდებთან, რომლებიც სექსუალური ძალადობის, უნაყოფობის პრობლემის, დაბადების ტრავმატული გამოცდილებისა და აგრესიული სამედიცინო პროცედურების მსხვერპლი გახდნენ. არიელ ჯიარეტო ატრებს ტრენინგებს მთელი მსოფლიო მაშტაბით, დედამიწის თითქმის ხუთივე კონტინენტზე.