ინსტიტუტის სამეცნიერო/კვლევითი საქმიანობა
ინსტიტუტმა ჩაატარა რამდენიმე სამეცნიერო/კლინიკური ვორქშოფი, კონფერენცია, და სემინარი. ინსტიტუტს დაგეგმილი აქვს ვებინარების და სემინარების ჩატარება უახლოეს მომავალში.
ინსტიტუტი აქტიურ მონაწილეობას იღებს ფსიქოთერაპიული კვლევების საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში.
გიწვევთ ყველას ვისაც სურვილი გაქვთ რომ მონაწილეობა მიიღოთ. პირობებს და რეგისტრაციის ვადებს მოგაწვდით ჩვენს ვებ-გვერდზე და ასევე ჩვენს Facebook-ის გვერდზე.
დიდი სიხარულით გაცნობებთ იმ ფაქტს რომ ათწლეულების განმავლობაში, მკვლევარები და პრაქტიკოსები მთელს მსოფლიოში სტაბილურად აშენებენ მტკიცებულებებს სომატური გამოცდილების ეფექტურობის დემონსტრირებისთვის. ბოლო 4 ათეული წლის განმავლობაში სამეცნიერო ცოდნის მოცულობა გაფართოვდა, პარალელურად მოხდა Somatic Experiencing® ("SE™") (სომატური გამოცდილების), როგორც ტრავმის სამკურნალოდ და მედეგობის გასაზრდელად წამყვანი საუკეთესო ფსიქოთერაპიული პრაქტიკის შესახებ ცნობიერების გაზრდა. სამეცნიერო კვლევა იყო და კვლავ რჩება სტრატეგიული პრიორიტეტი სომატური გამოცდილების საერთაშორისო (Somatic Experiencing® International) ორგანიზაციისთვის. ყოველწლიურად სომატური გამოცდილების საერთაშორისო ორგანიზაცია გასცემს პიტერ ა. ლევინის კვლევის ორ ჯილდოს იმ მკვლევარებზე, რომელთა საქმიანობა ქმნის მტკიცებულებებს სომატური გამოცდილების მოდელის შესახებ ღირშესანიშნავი კვლევის საშუალებით.
ჩვენი ინსტიტუტის სამეცნიერო განყოფილება ატარებს სამეცნიერო კვლევებს ტრავმის შესახებ და მომავალში წვლილს შეიტანს სამეცნიერო კვლევაში, რომელიც მიეძღვნება Somatic Experiencing® ("SE™") (სომატური გამოცდილების) ეფექტურობის მტკიცებულებების დემონსტრირებას.
