Boccuzzi-Raymundo-Mariana

მარიანა ბოკუზი რაიმუნდო, ბრაზილიაში ლიცენზირებული ფსიქოლოგია, რომელსაც ინდივიდებთან, წყვილებთან და ოჯახებთან მუშაობის 20 წელზე მეტი კლინიკური გამოცდილება აქვს. მისი მიდგომა აერთიანებს სომატურ გამოცდილებას სისტემურ-ურთიერთობათა ფსიქოთერაპიასთან, ხაზს უსვამს განსხეულებულ ცხადგრძნობას, ადამიანის განვითარებასა და ინტერპერსონალურ დინამიკას. მარიანა არის სომატური გამოცდილების საერთაშორისო ორგანიზაციის (Somatic Experiencing® International) ფაკულტეტის წევრი. ის ატარებს სომატური გამოცდილების ტრენინგებს მრავალ ქვეყანაში, რაც მას აძლევს მდიდარ კულტურათაშორის გამოცდილებას. მარიანა არის სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი და სუპერვაიზერი სისტემურ-ურთიერთობათა ფსიქოთერაპიასა და ემოციურად ფოკუსირებულ წყვილების თერაპიაში. გარდა ამისა, ამჟამად ის ბრაზილიის ტრავმის ასოციაციის (ABT) დირექტორთა საბჭოს წევრი და Matrixworks Living Systems-ის, ჯგუფური პროცესის მიდგომის პრაქტიკოსია. თანამშრომლობდა რა საერთაშორისო ფაკულტეტის სხვა წევრებთან თავისი პროფესიული მოღვაწეობის დიდი ნაწილი მარიანამ სომატური გამოცდილების ყველა საფეხურის ტრენინგების ორგანიზირებას და ასისტენტობას დაუთმო. მარიანა ატარებს ინდივიდუალურ სესიებს და კონსულტაციებს პორტუგალიურ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე, ის აერთიანებს სხეულზე ფოკუსირებულ სომატური და ურთიერთობის მიდგომებს, როგორც ემოციური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის საფუძველს.