სასწავლო პროგრამა მიჰყავთ პროფესიონალებს ამერიკიდან და ევროპის ქვეყნებიდან, ტრავმის სხვადასხვა სპეციალისტებს, სომატური გამოცდილების თეორიტიკოსებსა და პრაქტიკოსებს. აქტიურად მიმდინარეობს სტუდენტების მიღება, როგორც ევროპის, ისე საქართველოს და ამიერკავკასიის რეგიონებიდან.
Somatic Experiencing® ("SE™") პროფესიული ტრენინგის სასწავლო პროგრამა ტარდება ლექციების, კლინიკური დემონსტრირებისა და სტუდენტებისათვის გამიზნული პრაქტიკული სესიების კომბინაციით პროფესიონალი ასისტენტების დახმარებით. მასალის სწავლება საქართველოში ხორციელდება 8 ტრენინგ მოდულის სახით 3 წლის განმავლობაში. პირველი ორი წელი - საწყისი და შუალედური საფეხური მოიცავს 6 მოდულს: თითოეული წელი შედგება სამი 4-დღიანი მოდულისაგან. ხოლო მესამე წელიწადი -უმაღლესი საფეხური შედგება ორი 6 დღიანი მოდულისაგან.
გარდა ამისა, ტრენინგის მონაწილემ დამატებით უნდა გაიაროს 12 ინდივიდუალური თერაპიის სესიისა და 18 ჯგუფური კონსულტაციის საათები, იმისათვის რომ გახდეს სომატური გამოცდილების პრაქტიკოსი (SEP).
საწყისი საფეხური
სტუდენტებს განუვითარდებათ ფუნდამენტური უნარები SE™ ბიოფიზიოლოგიურ მოდელის ჩარჩოებში ტრავმისგან გამონთავისუფლების მიზნით.
შუალედური საფეხური
აქ ხდება ტრავმის სხვადასხვა კატეგორიების შეფასება SE™ მოდელის მიხედვით. ტრავმის თითოეული კატეგორიის ძირითადი დამახასიათებელი ნიშნების დადგენა, ასევე კონკრეტული მიდგომები და ინტერვენციები თითოეულ კატეგორიასთან ეფექტური მუშაობისთვის.
უმაღლესი საფეხური
ამ საფეხურზე სტუდენტები მიიღებენ ცოდნას თუ როგორ იმუშაონ კომპლექსურ ტრავმებთან და სინდრომებთან. განავითარებენ შეხების გამოყენებას SE™ პრაქტიკაში.
სასწავლო პროგრამის მსვლელობა
ინსტიტუტმა უკვე მიიღო პირველი ნაკადი 2024 წლის ოქტომბერს და ამ სტუდენტებმა უკვე დაასრულეს სწავლების საწყისი და შუალედური საფეხურები.
უმაღლესი საფეხურის პირველი 6 დღიანი მოდული ჩატარდება 2026 წლის ნოემბრის ბოლოს.
ხოლო რაც შეეხება მეორე 6-დღიან მოდულს ის ჩატარდება თბილისში 2027 წლის მარტის პირველ კვირას.
გაცნობებთ რომ დავიწყეთ მეორე ნაკადის სტუდენტების მიღებაც.
აქ არის შენი ტექსტის სრულად თარგმნილი, პროფესიონალურად გაპრიალებული ინგლისური ვერსია — სტრუქტურა, ტერმინოლოგია და ტონი შენს ინსტიტუციურ სტანდარტს შეესაბამება.
