შუალედური საფეხურის პირველი მოდულის 4-დღიანი ტრენინგი

დაიწყო რეგისტრაცია სომატური გამოცდილების სასწავლო პროგრამის შუალედური საფეხურის პირველი მოდულის 4 დღიან ტრენინგზე.

სწავლების ენა: ინგლისური, ქართული სინქრონული თარგმანით

შუალედური საფეხურის პირველი მოდულის 4დღიანიტრენინგის სრულდღიანი სესიები ჩატარდება ონლაინ,ზუმის ფორმატში. (რეგისტრირებული მონაწილეები ზუმისლინკს მიიღებენ მეილზე) შემდეგ თარიღებში: 25, 26, 27, 28 სექტემბერი, 2025 - ონლაინ, 4 დღე

 

ტრენინგის დაწყების დრო:

ცენტრალური ევროპა: 14:00 საათი

საქართველო : 16:00 საათი

შუალედური საფეხურის პირველი მოდულის 4დღიანი ტრენინგის თემატიკა:

SE მოდელის მიხედვით, ტრავმის სხვადასხვა კატეგორიების შეფასება. ტრავმის თითოეული კატეგორიის ძირითადი მახასიათებლების და დამახასიათებელი ნიშნების დადგენა. ასევე, კონკრეტული მიდგომების და ინტერვენციების დასწავლა თითოეულ კატეგორიასთან ეფექტური მუშაობისთვის.

სტუდენტები შეისწავლიან:

მაღალი ინტენსივობის გლობალურაქტივაცია (GHIA): პრედაპერინატალური ტრავმა, ადრეული ტრავმა, ანესთეზია, გაგუდვა, დახრჩობა (საკვებით), დახრჩობა (წყალში);

მაღალზემოქმედებას/ფიზიკური თავდაცვის მარცხს: დაცემა, ტვინის ტრავმული დაზიანება, ავტოსაგზაოშემთხვევები და სხვა მნიშვნელოვანი ზემოქმედების მქონე ავარიები;

გარდაუვალ შეტევას : თავდასხმა , ცხოველთა თავდასხმა , გაუპატიურება / სექსუალური ძალადობა , გაქცევის შეფერხება

ტრენერი: ლიანე პინტო

ტრენინგის პრაქტიკულ ნაწილს გაუძღვებიან ასისტენტები - საერთაშორისო ცენზის , ამერიკული ან /და ევროპული აკრედიტაციის მქონე ფსიქოლოგები/ფსიქოთერაპევტები და სხვა სპეციალობის უცხოელი პროფესიონალები.

სომატური გამოცდილების სასწავლო პროგრამის შუალედური საფეხურის პირველი მოდულის 4 დღიანი ტრენინგის სესიის საფასურია 890 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში (შესაძლებელია ნაწილ -ნაწილ გადახდა ).

საქართველოში მცხოვრები და /ან მომუშავე პროფესიონალები მიიღებენ ფასდაკლებას. მათთვის შუალედური საფეხურის პირველი მოდულის 4 დღიანი ტრენინგის სესიის საფასურია 750 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში (შესაძლებელია ნაწილ -ნაწილ გადახდა ).

 1 აგვისტომდე რეგისტრაციის გავლისა და სწავლის საფასურის სრულად გადახდის შემთხვევაში , early bird ფასია 810 ა შშ დოლარი .

საქართველოში მცხოვრებ და/ან მომუშავე პროფესიონალებისთვის 1 აგვისტომდე რეგისტრაციის გავლისა და სწავლის საფასურის სრულიად გადახდის შემთხვევაში, early bird ფასია 670 ა შშ დოლარი .

პროგრამის შუალედური საფეხურის პირველი მოდულის 4 დღიან ტრენინგ ზე რე გისტრაციის საფასურია 120 აშშ დოლარი (რეგისტრაციის თანხა შედის საფასურში და არ ექვემდებარება დაბრუნებას ).

სომატური გამოცდილების სასწავლო პროგრამის შუალედური საფეხურის პირველი მოდულის 4 დღიან ტრენინგზე რეგისტრაციისთვის , გთხოვთ , გადაიხადოთ რეგისტრაციის საფასური (120 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ) და მიჰყვეთ ბმულს და შეავსოთ განაცხადის ფორმა :
https://shorturl.at/2opW7

რეგისტრაცია დასრულდება 2025 წლის 20 სექტემბერს , ღამის 12 საათზე !

რეგისტრირებულ კანდიდატებთან გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა , ოფიციალური რეგისტრაცია და ხელშეკრულებების გაფორმება .