რეგისტრაცია სასწავლო პროგრამის შუალედური საფეხურის მეორე მოდულის 4 დღიან ტრენინგზე.
სწავლების ენა: ინგლისური, ქართული სინქრონული თარგმანით
შუალედური საფეხურის მეორე მოდულის 4 დღიანი ტრენინგის სრულდღიანი სესიები ჩატარდება ონლაინ, ზუმის ფორმატში შემდეგ თარიღებში:
18,19,20,21 თებერვალი, 2026 წელი
რეგისტრირებული მონაწილეები ზუმის ბმულს მიიღებენ მეილზე)
ტრენინგის დაწყების დრო:
საქართველო : 16:00 საათი
ცენტრალური ევროპა: 13:00 საათი
შუალედური საფეხურის მეორე მოდულის 4 დღიანი ტრენინგის თემატიკა:
SE მოდელის მიხედვით, ტრავმის სხვადასხვა კატეგორიების შეფასება. ტრავმის თითოეული კატეგორიის ძირითადი მახასიათებლების და დამახასიათებელი ნიშნების დადგენა. ასევე, კონკრეტული მიდგომების და ინტერვენციების დასწავლა თითოეულ კატეგორიასთან ეფექტური მუშაობისთვის.
ამ მოდულში სტუდენტები შეისწავლიან:
გარდაუვალი შეტევა ძალადობა, ცხოველის თავდასხმა, გაუპატიურება ან სექსუალური ექსპლუატაცია, გაქცევის შეზღუდვა/დათრგუნვა
ფიზიკური დაზიანება: ოპერაცია, მოწამვლა, დამწვრობა, უბედური შემთხვევის შედეგად გამოწვეული ფიზიკური დაზიანება
ბუნებრივი და ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფები, საშინელება: ბუნებრივი კატასტროფები (მაგალითად, მიწისძვრა, ხანძრები და ა.შ.), ომი, ტერორიზმი, წამება, რიტუალური ექსპლუატაცია, საშინელება (მაგალითად, ძალადობის მოწმეობა, სხვისთვის ზიანის მიყენება)
ემოციური ტრავმა:უკიდურესი უგულველყოფა, მძიმე დანაკარგი, მუდმივი ძალადობა
ტრენერი: ლიანე პინტო
ტრენინგის პრაქტიკულ ნაწილს გაუძღვებიან ასისტენტები - საერთაშორისო ცენზის, ამერიკული ან/და ევროპული აკრედიტაციის მქონე ფსიქოლოგები/ფსიქოთერაპევტები და სხვა სპეციალობის უცხოელი პროფესიონალები.
სომატური გამოცდილების სასწავლო პროგრამის შუალედური საფეხურის მეორე მოდულის 4 დღიანი ტრენინგის სესიის საფასურია 890 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში (შესაძლებელია ნაწილ-ნაწილ გადახდა).
საქართველოში მცხოვრები და/ან მომუშავე პროფესიონალები მიიღებენ ფასდაკლებას. მათთვის შუალედური საფეხურის პირველი მოდულის 4 დღიანი ტრენინგის სესიის საფასურია 750 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში (შესაძლებელია ნაწილ-ნაწილ გადახდა).
2025 წლის 5 დეკემბრამდე რეგისტრაციის გავლისა და სწავლის საფასურის სრულად გადახდის შემთხვევაში, early bird ფასია 840 აშშ დოლარი.
საქართველოში მცხოვრებ და/ან მომუშავე პროფესიონალებისთვის 2025 წლის 5 დეკემბრამდე რეგისტრაციის გავლისა და სწავლის საფასურის სრულიად გადახდის შემთხვევაში, early bird ფასია 700 აშშ დოლარი.
პროგრამის შუალედური საფეხურის მეორე მოდულის 4 დღიან ტრენინგზე რეგისტრაციის საფასურია 120 აშშ დოლარი (რეგისტრაციის თანხა შედის საფასურში და არ ექვემდებარება დაბრუნებას).
რეგისტრაცია დაწყებულია!
სომატური გამოცდილების სასწავლო პროგრამის შუალედური საფეხურის მეორე მოდულის 4 დღიან ტრენინგზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს, შეავსოთ განაცხადის ფორმა და გადაიხადოთ რეგისტრაციის საფასური (120 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში) და მიჰყვეთ ბმულს და შეავსოთ განაცხადის ფორმა:
https://shorturl.at/WjTNk
რეგისტრაცია დასრულდება 2026 წლის 31 იანვარს, ღამის 12 საათზე საქართველოს დროით!
რეგისტრირებულ კანდიდატებთან გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა, ოფიციალური რეგისტრაცია და ხელშეკრულებების გაფორმება.
