რეგისტრაცია დაწყებულია!
სომატური გამოცდილების სასწავლო პროგრამის უმაღლესი საფეხურის პირველი მოდულის 6 დღიან ტრენინგზე.
ტრენინგის შესახებ:
წინაპირობა — შუალედური საფეხურის მოდული III
წარდგენილი იქნება ინგლისურ ენაზე (ქართულად ერთდროული თარგმნით)
უმაღლესი საფეხურის პირველი მოდულის 6 დღიანი ტრენინგის სრულდღიანი სესიები ჩატარდება ონლაინ, ზუმის ფორმატში შემდეგ დღეებში:
- 28,29,30 ნოემბერი 3,4,5 დეკემბერი დასვენება 1,2 დეკემბერი, 2026.
რეგისტრირებული მონაწილეები ზუმის ბმულს მიიღებენ მეილზე
ტრენინგის დაწყების დრო:
საქართველოს დროით : 16:00 საათი
ცენტრალური ევროპის დროით: 13:00 საათი
უმაღლესი საფეხურის პირველი მოდულის 6 დღიანი ტრენინგის თემატიკა:
უმაღლესი საფეხურის პირველი მოდულის 6-დღიანი ტრენინგის განმავლობაში სტუდენტები გაიგებთ როგორ იმუშაოთ კომპლექსურ ტრავმებთან და სინდრომებთან. გააფართოვებთ შეხების გამოყენებას SE პრაქტიკაში.
სტუდენტები შეისწავლიან:
- სტაბილიზაციის მნიშვნელობას კომპლექსურ ტრავმასთან მუშაობისას
- გაიგებენ SE კონცეფციას „თანმიმდევრულობა“(კოჰერენტულობა)
კომპლექსურ ტრავმასთან მუშაობისას
- დახვეწენ შეხების უნარებს დატევებისა და კოჰერენტულობის მხარდასაჭერად
- ახსნილი იქნება ურთიერთკავშირი ANS-ის დისრეგულაციასა და სინდრომების SE მოდელს შორის (სიმპათიკური და პარასიმპათიკური ნერვული სისტემების არათანაბარი კავშირი)
- პოლივაგალური თეორიის ანალიზი სინდრომებთან მუშაობის პროცესში
- დახვეწავენ „ტიტრაციის“ და „პენდულაციის“ საჭირო SE უნარებს; უკიდურესად მგრძნობიარე და სინდრომულ კლიენტებთან მუშაობისას.
ტრენერი: ლიანე პინტო
ტრენინგის პრაქტიკულ ნაწილს გაუძღვებიან ასისტენტები - საერთაშორისო ცენზის, ამერიკული ან/და ევროპული აკრედიტაციის მქონე ფსიქოლოგები/ფსიქოთერაპევტები და სხვა სპეციალობის უცხოელი პროფესიონალები.
სომატური გამოცდილების სასწავლო პროგრამის უმაღლესი საფეხურის პირველი მოდულის 6 დღიანი ტრენინგის სესიის საფასურია 1250 აშშ დოლარის
ეკვივალენტი ლარში (შესაძლებელია ნაწილ-ნაწილ გადახდა).
საქართველოში მცხოვრები და/ან მომუშავე პროფესიონალები მიიღებენ ფასდაკლებას. უმაღლესი საფეხურის პირველი მოდულის 6 დღიანი ტრენინგის
საფასურია 950 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში (შესაძლებელია ნაწილ-ნაწილ გადახდა).
2026 წლის 10 სექტემბრამდე რეგისტრაციის გავლისა და სწავლის საფასურის სრულად გადახდის შემთხვევაში, “early bird“-ის ფასია 1200 აშშ დოლარი.
საქართველოში მცხოვრებ და/ან მომუშავე პროფესიონალებისთვის 2026 წლის 10 სექტემბრამდე რეგისტრაციის გავლისა და სწავლის საფასურის სრულიად გადახდის შემთხვევაში, early bird ფასია 900 აშშ დოლარი.
პროგრამის უმაღლესი საფეხურის პირველი მოდულის 6 დღიანი ტრენინგის რეგისტრაციის საფასურია 120 აშშ დოლარი (რეგისტრაციის თანხა შედის საფასურში და არ ექვემდებარება დაბრუნებას).
სომატური გამოცდილების სასწავლო პროგრამის უმაღლესი საფეხურის პირველი მოდულის 6 დღიანი ტრენინგზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ,
მიჰყვეთ ბმულს, შეავსოთ განაცხადის ფორმა და გადაიხადოთ რეგისტრაციის საფასური (120 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში):
რეგისტრაცია დასრულდება 2026 წლის 1 ნოემბერს, ღამის 12 საათზე!
რეგისტრირებულ კანდიდატებთან გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა, ოფიციალური რეგისტრაცია და ხელშეკრულებების გაფორმება.
