ქართულ-ამერიკული სომატური გამოცდილების ტრავმის ინსტიტუტი გაცნობებთ, რომ დაიწყო მიღება სომატური გამოცდილების სასწავლო პროგრამის საწყისი საფეხურის პირველ 6 დღიან ტრენინგ-მოდულზე. სწავლების ენა: ინგლისური, ქართული თარგმანით.
საწყისი საფეხურის პირველი 6 დღიანი ტრენინგ-მოდულის სრულდღიანი ტრენინგები ჩატარდება ონლაინ ზუმის ფორმატში შემდეგ თარიღებში (რეგისტრირებული მონაწილეები ზუმის ლინკს მიიღებენ მეილზე):
11,12,13 ოქტომბერი, 2024 - ონლაინ 3 დღე
31 იანვარი, 1, 2 თებერვალი, 2025 - ონლაინ 3 დღე
რეგისტრირებული მონაწილეები ზუმის ლინკს მიიღებენ მეილზე
საწყისი საფეხურის პირველი 6 დღიანი ტრენინგ-მოდულის თემატიკა:
საწყისი საფეხურის I ნაწილის (11,12,13 ოქტომბერი, 2024) თემატიკა:
• ტრენინგის ძირითადი წესები და ორიენტაცია
• მოთხოვნების მიმოხილვა
• გაცნობა და ასისტენტების როლი
• განმარტებები და Somatic Experiencing®(SE™) ლექსიკონი - ტრავმა, აქტივაცია, თვითრეგულაცია, მედეგობის დიაპაზონი
• რა ხდის სომატურ გამოცდილებას(SE™) უნიკალურს
• როგორ ხვდებით, როდის ხართ აქტივირებული - მაგალითები
• თვითრეგულაციის გზები
• რა აღიქმება ტრავმულად
• სათანადო კითხვების დასმის მნიშვნელობა შიგნაგანი ცნობისმოყვარეობის გასაღვივებლად
• წამახალისებელი ენის მიმოხილვა
• ავტონომიური ნერვული სისტემის (ANS) მიმოხილვა
• შეგრძნებებთან მუშაობა
• სომატურო გამოცდილების (SE™) პრინციპების მიმოხილვა
• საწყისი პირობები, ტიტრაცია, რესურსები, SIBAM
საწყისი საფეხურის II ნაწილის (31 იანვარი, 1, 2 თებერვალი, 2025) თემატიკა:
• სომატური გამოცდილების (SE™) პრინციპების გაგრძელება
• პენდულაცია SIBAM, საწინააღმდეგო ვორტექსის სტაბილიზაცია, სიცოცხლის ნაკადი, არასრული პასუხი
• საფრთხეზე საპასუხო რეაქციის ციკლის დასაწყისი
• შეკრთომა, მოქმედების შეწყვეტა, ორიენტირება
• საზღვრები და საზღვრების რღვევა
ტრენერი: არიელ ჯიარეტო,
ტრენინგის პრაქტიკულ ნაწილს გაუძღვებიან ასისტენტები - საერთაშორისო ცენზის, ამერიკული ან/და ევროპული აკრედიტაციის მქონე ფსიქოლოგი-ფსიქოთერაპევტები და სხვა სპეციალობის პროფესიონალები სხვადასხვა ქვეყნებიდან.
სომატური გამოცდილების სასწავლო პროგრამის საწყისი საფეხურის 6 დღიანი ტრენინგ-მოდულის საფასურია 850 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში (შესაძლებელია 2 ნაწილად გადახდა:
1 სექტემბრამდე რეგისტრაციისა და სრულად გადახდის შემთხვევაში, early bird ფასია 720 აშშ დოლარი.
რეგისტრაცია დაწყებულია! სომატური გამოცდილების სასწავლო პროგრამის საწყისი საფეხურის 6 დღიან ტრენინგ-მოდულზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს და შეავსოთ განაცხადის ფორმა:
https://forms.gle/wYqCQFPMGPkQMiN59
პროგრამის საწყისი საფეხურის 6 დღიან ტრენინგ-მოდულზე რეგისტრაციის საფასურია 120 აშშ დოლარი (რეგისტრაციის თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას).
რეგისტრაცია სრულდება სექტემბრის ბოლოს!
სარეგისტრაციო ფორმის შევსების პარალელურად, სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, თქვენი CV / რეზუმე გამოაგზავნოთ ინსტიტუტის მეილზე:
რეგისტრირებულ კანდიდატებთან გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები და გასაუბრებები, რის საფუძველზეც მოხდება შერჩეული კანდიდატების პროგრამაზე მიღების ოფიციალური რეგისტრაცია და ხელშეკრულებების გაფორმება. ინფორმაცია სასწავლო პროგრამის შესახებ
პროგრამა შექმნილია სომატური გამოცდილების საერთაშოროსო ორგანიზაციის (SE™ International) მხარდაჭერითა და ქართულ-ამერიკული სომატური გამოცდილების ტრავმის ინსტიტუტის ორგანიზებით.
პროგრამის მიზანია, მონაწილეებს მისცეს სომატური გამოცდილების (SE™) მიდგომით ტრავმასთან მუშაობის სიღრმისეული შესწავლისა და, საკუთარი პროფესიული საქმიანობის უფლებამოსილობის ფარგლებში, პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა.
სომატური გამოცდილების (Somatic Experiencing®, SE™) პროფესიული სასწავლო პროგრამა მოიცავს ლექციებს, სამუშაოს დემონსტრაციებსა და ჯგუფებში სტუდენტების პრაქტიკული მუშაობის სესიებს პროფესიონალი ასისტენტების დახმარებით. კურსი შედგება 6 ტრენინგ-მოდულისგან და სწავლება განხორციელდება 3 წლის განმავლობაში. თითოეული წელი მოიცავს ორ 6 დღიან მოდულს. სასწავლო მოდულები ჩატარდება თანმიმდევრობით სამ საფეხურად: საწყისი, შუალედური, უმაღლესი.
სამწლიანი პროგრამის გარდა, ტრენინგის მონაწილემ დამატებით უნდა გაიაროს ინდივიდუალური თერაპიის 12 და ჯგუფური კონსულტაციის 18 საათი იმისათვის, რომ გახდეს სომატური გამოცდილების პრაქტიკოსი.
სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ფსიქოლოგებს, ფსიქოთერაპევტებს, ფსიქიატრებს, სოციალურ მუშაკებს, მასწავლებლებს, სპეც. პედაგოგებს, ნებისმიერი სპეციალობის წარმომადგენლებს, ვისაც ადამიანებთან აქვთ შეხება.
პროგრამის მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია და კანდიდატების შერჩევა ხდება წინასწარი გასაუბრებით.
პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერთიფიკატს და შესაძლებლობა ექნებათ გახდნენ სომატური გამოცდილების საერთაშოროსო ორგანიზაციის (SE™ International) მიერ სერთიფიცირებული სომატური გამოცდილების პრაქტიკოსები (SEP).
