Შეცვალე შენი და სხვების ცხოვრება სომატური გამოცდილებით!
ქართულ-ამერიკული სომატური გამოცდილების ტრავმის ინსტიტუტი აცხადებს რეგისტრაციას სომატური გამოცდილების სასწავლო პროგრამის შესავალ ტრენინგზე. რეგისტრაცია დაწყებულია!
სომატური გამოცდილების შესავალ ტრენინგზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს და შეავსოთ განაცხადის ფორმა:
https://forms.gle/7CsvZU2x2WPkNZqC7
რეგისტრაციისა და საფასურის გადახდის ბოლო ვადაა 1 ივლისი, ღამის 12 საათი! დეტალური ინფორმაცია SE შესავალი ტრენინგის შესახებ:
ტრენინგი ჩატარდება ონლაინ ზუმის ფორმატში შემდეგ თარიღებში (რეგისტრირებული მონაწილეები ზუმის ბმულს მიიღებენ მეილზე): 5, 6 ივლისი 2024, 16:00-23:00 (ონლაინ 2 დღე). სწავლების ენა: ინგლისური, ქართული თარგმანით. შესავალი ტრენინგის ვორქშოპები მოიცავს სომატური გამოცდილების მიმოხილვას და გაგაცნობთ პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც პირადი, ასევე პროფესიული მიზნებისთვის. შესავალი ტრენინგის თემატიკაა:
• SE მოდელის მიმოხილვა - ბაზისური პრინციპები და ტექნიკები
• ავტონომიური ნერვული სისტემის მიმოხილვა
• „აქტივაციის“ იდენტიფიცირება და რეგულაციის ინსტრუმენტების შესწავლა
• SE-ის ისტორია და Dr. პიტერ ლევინი
• რა ხდის სომატურ გამოცდილებას უნიკალურს, როგორ გამოიყენება ის პრაქტიკაში
• შეგრძნების როლი ტრავმისგან გამოჯანმრთელებაში
• რესურსი - ბალანსის მნიშვნელობა ტრენინგის მონაწილეებს ექნებათ პრაქტიკულ სავარჯიშოებზე სამუშაო სესიები ოთხკაციან ჯგუფებში. ტრენინგის პრაქტიკულ ნაწილს გაუძღვებიან ასისტენტები - საერთაშორისო ცენზის, ამერიკული ან/და ევროპული აკრედიტაციის მქონე ფსიქოლოგი-ფსიქოთერაპევტები და სხვა სპეციალობის პროფესიონალები სხვადასხვა ქვეყნებიდან. სომატური გამოცდილების შესავალი ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს სომატური გამოცდილების საერთაშორისო ორგანიზაციისგან (SE™ International-ისგან). ტრენერი: არიელ ჯიარეტო, აშშ (MS, LMFT, SEP, CMT, CSB) - სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპევტი, სომატური გამოცდილების საერთაშორისო ტრენერი და სომატური სექსოლოგი. უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის სწავლის კურსის დასრულებისა და ქორწინებისა და ოჯახის ფსიქოთერაპევტის ლიცენზიის მიღების შემდეგ, მან შეისწავლა სომატური თერაპიის ფართო სპექტრი, განსაკუთრებით გამორჩეულად კი - სომატური გამოცდილების კონცეფცია, Somatic Experiencing® (SE™). სომატური გამოცდილების მოდელს ის 1999 წელს გაეცნო და უკვე 2005 წელს გახდა სომატური გამოცდილების საერთაშორისო ორგანიზაციის(SEI) ფაკულტეტის სრული წევრი. 90-იან წლებში არიელი სწავლობდა ესელენის ინსტიტუტში სომატურ თერაპიის საუკეთესო მასწავლებლებთან და სექსოლოგიის ექსპერტებთან. ის არის „The Full Embodiment Model“ პროგრამის ერთ-ერთი დამაარსებელი, რომელიც სთავაზობს ფრთხილ, ტრანსფორმაციულ სემინარებს(ვერქშოფებს) იმ კლიენტებს, რომელთაც სურთ განიკურნონ სექსუალური ტრავმის, სექსუალური ძალადობისა და სხეულთან გაუცხოებისგან. მას გავლილი აქვს სწავლების ვრცელი კურსი პრენატალურ და პერინატალურ თერაპიაში რეი კასტელინოსთან, ასევე მიჯაჭვულობისა და ადრეული განვითარების ტრავმის კურსები. იგი მუშაობს როგორც წყვილებთან და ასევე ცალკეულ ინდივიდებთან, რომლებიც სექსუალური ძალადობის, უნაყოფობის პრობლემის, დაბადების ტრავმატული გამოცდილებისა და აგრესიული სამედიცინო პროცედურების მსხვერპლი გახდნენ. არიელ ჯიარეტო ატარებს ტრენინგებს მთელი მსოფლიო მასშტაბით, დედამიწის თითქმის ხუთივე კონტინენტზე. სომატური გამოცდილების შესავალი ტრენინგის საფასურია 180 აშშ დოლარი (ქართველი მონაწილეები გადახდიან ეკვივალენტს ლარში).
