ქართულ-ამერიკული სომატური გამოცდილების( Somatic Experiencing®) ტრავმის ინსტიტუტი დაარსდა 2023 წლის 11 სექტემბერს რომლის დამფუძნებლები გახლავთ ქეთი გაგნიძე-მაქკორმიქ, ნინო ბერუაშვილი, მაია კალანდარიშვილი, და მაგდა მაჭავარიანი. ინსტიტუტი წარმოადგენს სომატური გამოცდილების საერთაშორისო Somatic Experiencing® International (SEI) საგანმანათლებლო/სამეცნიერო ორგანიზაციის წარმომადგენლობას საქართველოში.
ჩვენი ინსტიტუტის მისიაა ორგანიზაცია გაუწიოს სომატური გამოცდილების სასწავლო პროგრამას და ასევე აწარმოოს სამეცნიერო საქმიანობა.
რა არის Somatic Experiencing® (სომატური გამოცდილება)?
სომატური გამოცდილება (SE™) არის სხეულზე ორიენტირებული მოდალობა, რომელიც ეხმარება ადამიანს ტრავმის და სხვა სტრესული აშლილობების დაძლევაში. ეს მეთოდი შემუშავებული იქნა ფსიქოლოგიის და ასევე სამედიცინო ბიოფიზიკის დოქტორის პიტერ ლევინის, მიერ. ეს არის სტრესის ფიზიოლოგიის, ფსიქოლოგიის, ეთიოლოგიის, ბიოლოგიის, ნეირომეცნიერების, ადგილობრივი სამკურნალო პრაქტიკისა და სამედიცინო ბიოფიზიკის მულტიდისციპლინური კვლევის შედეგი, 45 წელზე მეტი ხნის წარმატებული გამოყენებით.
SE(სომატური გამოცდილების) მთავარი პრინციპი ასეთია:
ტრავმა არ არის მოვლენის მოგონება — ტრავმა არის დაუმთავრებელი ფიზიოლოგიური რეაქცია. ამიტომ სომატური გამოცდილების მიდგომა არ ცდილობს მოგონებების „გამოძახებას“, არამედ ეხმარება სხეულს (ჩვენს ნერვულ სისტემას) დასრულებაში, ინტეგრაციასა და რეგულაციაში.
ცნობილია რომ მოსახლეობის დიდ უმრავლესობას ცხოვრების განმავლობაში აქვს გადატანილი ტრავმული გამოცდილება, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ტრავმის ზემოქმედების მაჩვენებელი, სავარაუდოდ, ზოგად პოპულაციაში 60-100%-ს შორის მერყეობს.
რატომ SE Georgia?
SE Georgia-ში გაწევრიანება ნიშნავს იმ სივრცეში მოხვედრას, სადაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ერთიანდებიან საერთო მიზნისთვის — ტრავმის წინაშე მდგარი ადამიანებისა და საზოგადოებების მხარდაჭერისთვის. აქ ერთმანეთს ხვდებიან თერაპევტები, სოციალური მუშაკები, მასწავლებლები, მკვლევარები, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების პროფესიონალები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, და სხვა სპეციალისტები, რომლებიც ყოველდღიურად ეხებიან ადამიანურ ტკივილს, გამძლეობას და აღდგენის უნარს.
ჩვენი გუნდის მიზანია შექმნას უსაფრთხო გარემო, სადაც პროფესიონალებს შეუძლიათ არა მხოლოდ ცოდნის გაზიარება, არამედ ერთმანეთის მხარდაჭერა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეორადი ტრავმის შესახებ ცნობიერების ამაღლება — იმ უხილავი, მაგრამ ძალზე გავრცელებული ფენომენის, რომელიც ჩნდება მაშინ, როცა ადამიანი მუდმივად ეხმიანება სხვის ტკივილს, თანაგრძნობითა და პასუხისმგებლობით. ჩვენ ვიცით, რამდენად მძიმე შეიძლება იყოს ეს გამოცდილება, და სწორედ ამიტომ გვაქვს დასახული მიზანი რომ დავეხმაროთ ინსტიტუტებსა და პროფესიულ ჯგუფებს ამ გავლენის ამოცნობასა და მართვაში.
Somatic Experiencing® International (SEI) ათწლეულების გამოცდილება ტრავმისგან განკურნების მხარდაჭერაში გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას — რომ ჩვენ გავხდეთ ის ადგილი, სადაც პროფესიონალები სწავლობენ, იზრდებიან, იძენენ ძალას და ერთმანეთის გვერდით დგანან. ეს არის სივრცე, სადაც ტრავმის წინაშე მარტო არავინ რჩება.
