მაია კალანდარიშვილი


Maia Kalandarishvili

მაია კალანდარიშვილი (15.03. 1964) ფსიქოლოგიის დოქტორი,პროფესორი. დაამთავრა თსუ ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, ფსიქოლოგიის მიმართულებით (1985) . ფსიქოლოგიის მიმართულების ასპირანტურა (1993). ფსიქოლოგიის დოქტორი (1994 ).

მაია კალანდარიშვილი არის თსუ დოცენტი (1995) და ასოცირებული პროფესორი (2008.) საქართველოს საპატრიარქოს წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (2013. ) საქართველოს საპატრიარქოს წმ.თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი (2021). ნიდერლანდების სამეფოს, ფრისლანდიის კოლეჯის (Friesland college, Firda) დოცენტი (2022). ნიდერლანდების სამეფოს გრონინგენის უნივერსიტეტის(Groningen Universiteit) მოწვეული პროფესორი (2025). ქართულ-ამერიკული სომატური გამოცდილების (SE) ტრვმის ინსტიტუტის დამფუძნებელი(2023), საერთაშორისო საზოგადოების Modern Education and Research Institute-ის წევრი და საქართველოში მისი კოორდინატორი(2018). ფსიქოთერაპიული კვლევების საერთაშორისო საზოგადოების,APA-ს ფილიალის, Society for Pschochotherapy Research-ის სრული წევრი და კოორდინატორი საქართველოში (2017) .

7 მონოგრაფიისა და 50-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, როგორც საქართველოში,ისე საზღვარგარეთ.