
მაგდა მაჭავარიანი - ქართულ-ამერიკული სომატური გამოცდილების ტრავმის ინსტიტუტის თანადამფუძნებელი, SE საქართველოს საორგანიზაციო გუნდის წევრი.
მაგდა მაჭავარიანი არის გეშტალტთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAGT) მიერ აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი და გეშტალტ ტრენერი, გეშტალტ თამაშით თერაპევტი და ვ. ოკლანდერის ფონდის (VSOF) მიერ აღიარებული სუპერვიზორი ბავშვების, მოზარდებისა და ახალგაზრდების ქეისებზე საქართველოში, EMDR თერაპევტი, ტრავმა-ინფორმირებული ექსპრესიული ხელოვნებით-თერაპევტი, დანიის ნიჭიერთა ინსტიტუტის მიერ სერთიფიცირებული თერაპევტი; ფსიქოლოგიური კეთილდღეობის, თვითზრუნვისა და ფსიქოთერაპიის ეფექტურობის მკვლევარი, ფსიქოთერაპიის კვლევის საზოგადოების (SPR) წევრი და ქვეყნის კოორდინატორი, საერთაშორისო კვლევითი ჯგუფის წევრი, საქართველოში ვ. ოკლანდერის სახელობის გეშტალტ თამაშით თერაპიის ინსტიტუტის თანადამფუძნებელი, თანადირექტორი, ტრენერი და სუპერვიზორი.
მას აქვს ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხი წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტიდან, კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის დიპლომი ადამიანური რესურსების მენეჯმენტში, ლონდონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კვალიფიკაციის სერთიფიკატები საზოგადოებასთან ურთიერთობებსა (პიარსა) და მარკეტინგში.
მაგდა მაჭავარიანს გავლილი აქვს საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის ფსიქოთერაპიის შესწავლის საერთაშორისო პროგრამა, თანამედროვე გეშტალტ თერაპიაში ტრენერთა მომზადების პროგრამა (TOT) და „გეშტალტი ორგანიზაციებში“ სასწავლო პროგრამა, ასევე ვაიოლეტ სოლომონ ოკლანდერის ფონდის (სანტა მონიკა, აშშ) ოკლანდერის მოდელის სასწავლო პროგრამა, ბავშვთა და მოზარდთა გეშტალტთერაპიის დასავლეთ სანაპიროს ინსტიტუტის (კალიფორნია, აშშ) ბავშვთა და მოზარდთა გეშტალტთერაპიის სპეციალიზაციის პროგრამა, ბლექფორტის მოზარდის გეშტალტ ინსტიტუტის (დუბლინი, ირლანდია) მოზარდთა გეშტალტთერაპიის სასწავლო პროგრამა, ტრავმა-ინფორმირებული ექსპრესიული ხელოვნებით თერაპიის ინსტიტუტის (აშშ) სასწავლო პროგრამა, EMDRIA-აკრედიტირებული სასწავლო ცენტრის “Connect Training and Consulting” (აშშ) EMDR-ის საბაზისო ტრენინგი, ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის ეგზისტენციალური კეთილდღეობის კონსულტირებისა და პიროვნებაზე ცენტრირებული თერაპიის სასწავლო პროგრამა (ბელგია), რაფაელ კოტრინას (აშშ) საავტორო სასწავლო პროგრამა „ტრავმა და ადიქცია - გეშტალტ მიდგომა“, წყვილებთან გეშტალტთერაპიული მუშაობისა და სხვადასხვა სასერტიფიკატო ტრენინგები.
მაგდა მაჭავარიანი ამჟამად ჩართულია სუპერვიზირებული პრაქტიკისა და ორგანიზაციებში გეშტალტ პრაქტიკოსის (GPO-ს) აკრედიტაციის პროცესში; ასევე ამჟამად სწავლობს კალიფორნიის უნივერსიტეტის ბერკლის ფსიქოლოგიის სალიცენზიო პროგრამაზე, იტალიის გეშტალტ ინსტიტუტის გეშტალატ სუპერვიზორების ორწლიან საერთაშორისო სასწავლო პროგრამასა და ქართულ-ამერიკული სომატური გამოცდილების ტრავმის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ სომატური გამოცდილების პრაქტიკოსის (SEP-ის) სასერტიფიკატო პროგრამაზე. მას აქვს განათლების, მენეჯმენტისა და ფსიქოთერაპიის სფეროში მუშაობის, ტრენინგების შექმნისა და ჩატარების მრავალწლიანი პრაქტიკა. ამჟამად მაგდა მაჭავარიანს აქვს კერძო ფსიქოთერაპიული პრაქტიკა (სუპერვიზიის ქვეშ მუშაობს ყველა ასაკის კლიენტთან, ბავშვებთან, მოზარდებთან, ახალგაზრდებთან (ე.წ. emerging adults) და მათ მშობლებთან, ოჯახებთან, ზრდასრულებთან, წყვილებთან, ორგანიზაციებთან); საქართველოში ვ. ოკლანდერის სახელობის გეშტალტ თამაშით თერაპიის ინსტიტუტში თანადირექტორი, ტრენერი და სუპერვიზორია; ასევე გეშტალტ ფსიქოთერაპიის სასწავლო პროგრამის მოწვეული ტრენერია საქართველოს ეროვნულ გეშტალტ ინსტიტუტში და მოწვეული ლექტორია საქართელოს უნივერსიტეტში, სადაც უძღვება ბავშვთა ფსიქოთერაპიული მეთოდების სალექციო კურსს. გარდა ამისა, ის პერიოდულად აორგანიზებს სხვადასხვა მუდმივი პროფესიული განვითარების ტრენინგებს ქართველი პროფესიონალებისთვის; როგორც გეშტალტ ტრენერი, თანამშრომლობს სხვადასხვა ქართულ თუ საერთაშორისო ცენტრებთან და ინსტიტუტებთან/უნივერსიტეტებთან და მათი მიწვევით ატარებს ტრენინგებს/ლექციებს. ყოველწლიურად მონაწილეობს როგორც დამსწრე ანდა პრეზენტატორი სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო (EAGT, SPR, ყოველწლიური კონფერენცია „ადრეული განათლება და ზრუნვა“) კონფერენციებში.
მისი პროფესიული ინტერესებია: ტრავმა-ინფორმირებული გეშტალტ მიდგომა განათლებასა და კლინიკურ პრაქტიკაში; გეშტალტ თერაპია ბავშვებთან, მოზარდებთან, ახალგაზრდებთან და მათ მშობლებთან, წყვილებთან, ოჯახებთან და ორგანიზაციებთან. თვითზრუნვის, კარგად ყოფნისა და ბედნიერების კვლევა; გეშტალტ ფსიქოთერაპიის ეფექტურობის კვლევა; ტრავმა- ინფორმირებული პრაქტიკის / ზრუნვისა და მედეგობის კვლევა. წყვილების, მშობლების, ოჯახების, მასწავლებლების და ა.შ. თვითზრუნვისა და მხარდაჭერის პროგრამების, ასევე ტრავმა-ინფორმირებული პროგრამების შექმნა და პრაქტიკაში დანერგვა საქართველოში.
