Შეცვალე შენი და სხვების ცხოვრება სომატური გამოცდილებით! ![]()
![]()
ქართულ-ამერიკული სომატური გამოცდილების ტრავმის ინსტიტუტი გაცნობებთ, რომ დაიწყო მიღება სომატური გამოცდილების სასწავლო პროგრამის საწყისი საფეხურის პირველ 6 დღიან ტრენინგ-მოდულზე. სწავლების ენა: ინგლისური, ქართული თარგმანით.
საწყისი საფეხურის პირველი 6 დღიანი ტრენინგ-მოდულის სრულდღიანი ტრენინგები ჩატარდება ონლაინ ზუმის ფორმატში შემდეგ თარიღებში (რეგისტრირებული მონაწილეები ზუმის ლინკს მიიღებენ მეილზე):
26, 27, 28 აპრილი 2024 - ონლაინ 3 დღე
5, 6, 7 ივლისი 2024 - ონლაინ 3 დღე
საწყისი საფეხურის პირველი 6 დღიანი ტრენინგ-მოდულის თემატიკა:
საწყისი საფეხურის I ნაწილის (26, 27, 28 აპრილი, 2024) თემატიკა:
• ტრენინგის ძირითადი წესები და ორიენტაცია
• მოთხოვნების მიმოხილვა
• გაცნობა და ასისტენტების როლი
• განმარტებები და Somatic Experiencing®(SE™) ლექსიკონი - ტრავმა, აქტივაცია, თვითრეგულაცია, მედეგობის დიაპაზონი
• რა ხდის სომატურ გამოცდილებას(SE™) უნიკალურს
• როგორ ხვდებით, როდის ხართ აქტივირებული - მაგალითები
• თვითრეგულაციის გზები
• რა აღიქმება ტრავმულად
• სათანადო კითხვების დასმის მნიშვნელობა შიგნაგანი ცნობისმოყვარეობის გასაღვივებლად
• წამახალისებელი ენის მიმოხილვა
• ავტონომიური ნერვული სისტემის (ANS) მიმოხილვა
• შეგრძნებებთან მუშაობა
• სომატურო გამოცდილების (SE™) პრინციპების მიმოხილვა
• საწყისი პირობები, ტიტრაცია, რესურსები, SIBAM
საწყისი საფეხურის II ნაწილის (5,6,7 ივლისი, 2024) თემატიკა:
• სომატური გამოცდილების (SE™) პრინციპების გაგრძელება
• პენდულაცია SIBAM, საწინააღმდეგო ვორტექსის სტაბილიზაცია, სიცოცხლის ნაკადი, არასრული პასუხი
• საფრთხეზე საპასუხო რეაქციის ციკლის დასაწყისი
• შეკრთომა, მოქმედების შეწყვეტა, ორიენტირება
• საზღვრები და საზღვრების რღვევა
ტრენერი: არიელ ჯიარეტო, აშშ (MS, LMFT, SEP, CMT, CSB) - სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპევტი, სომატური გამოცდილების საერთაშორისო ტრენერი და სომატური სექსოლოგი. უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის სწავლის კურსის დასრულებისა და ქორწინებისა და ოჯახის ფსიქოთერაპევტის ლიცენზიის მიღების შემდეგ, მან შეისწავლა სომატური თერაპიის ფართო სპექტრი, განსაკუთრებით გამორჩეულად კი - სომატური გამოცდილების კონცეპცია, Somatic Experiencing® (SE™). სომატური გამოცდილების მოდელს ის 1999 წელს გაეცნო და უკვე 2005 წელს გახდა სომატური გამოცდილების საერთაშორისო ორგანიზაციის(SEI) ფაკულტეტის სრული წევრი. 90-იან წლებში არიელი სწავლობდა ესელენის ინტიტუტში სომატურ თერაპიის საუკეთესო მასწავლებლებთან და სექსოლოგიის ექსპერტებთან. ის არის „The Full Embodiment Model“ პროგრამის ერთ-ერთი დამაარსებელი, რომელიც სთავაზობს ფრთხილ, ტრანსფორმაციულ სემინარებს(ვერქშოფებს) იმ კლიენტებს, რომელთაც სურთ განიკურნონ სექსუალური ტრავმის, სექსუალური ძალადობისა და სხეულთან გაუცხოებისგან. მას გავლილი აქვს სწავლების ვრცელი კურსი პრენატალურ და პერინატალურ თერაპიაში რეი კასტელინოსთან, ასევე მიჯაჭვულობისა და ადრეული განვითარების ტრავმის კურსები. იგი მუშაობს როგორც წყვილებთან და ასევე ცალკეულ ინდივიდებთან, რომლებიც სექსუალური ძალადობის, უნაყოფობის პრობლემის, დაბადების ტრავმატული გამოცდილებისა და აგრესიული სამედიცინო პროცედურების მსხვერპლი გახდნენ. არიელ ჯიარეტო ატრებს ტრენინგებს მთელი მსოფლიო მაშტაბით, დედამიწის თითქმის ხუთივე კონტინენტზე.
ტრენინგის პრაქტიკულ ნაწილს გაუძღვებიან ასისტენტები - საერთაშორისო ცენზის, ამერიკული ან/და ევროპული აკრედიტაციის მქონე ფსიქოლოგი-ფსიქოთერაპევტები და სხვა სპეციალობის პროფესიონალები სხვადასხვა ქვეყნებიდან.
სომატური გამოცდილების სასწავლო პროგრამის საწყისი საფეხურის 6 დღიანი ტრენინგ-მოდულის საფასურია 850 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში (შესაძლებელია 2 ნაწილად გადახდა: 1 შენატანი $425 - 31 იანვრამდე, 2 შენატანი $425 – 28 თებერვლამდე).
31 იანვრამდე რეგისტრაციისა და სრულად გადახდის შემთხვევაში, early bird ფასია 720 აშშ დოლარი.
რეგისტრაცია დაწყებულია! სომატური გამოცდილების სასწავლო პროგრამის საწყისი საფეხურის 6 დღიან ტრენინგ-მოდულზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს და შეავსოთ განაცხადის ფორმა:
https://forms.gle/wYqCQFPMGPkQMiN59
პროგრამის საწყისი საფეხურის 6 დღიან ტრენინგ-მოდულზე რეგისტრაციის საფასურია 120 აშშ დოლარი (რეგისტრაციის თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას).
რეგისტრაცია სრულდება თებერვლის ბოლოს!
სარეგისტრაციო ფორმის შევსების პარალელურად, სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, თქვენი CV / რეზუმე გამოაგზავნოთ ინსტიტუტის მეილზე:
რეგისტრირებულ კანდიდატებთან გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები და გასაუბრებები, რის საფუძველზეც მოხდება შერჩეული კანდიდატების პროგრამაზე მიღების ოფიციალური რეგისტრაცია და ხელშეკრულებების გაფორმება.
ინფორმაცია სასწავლო პროგრამის შესახებ ![]()
პროგრამა შექმნილია სომატური გამოცდილების საერთაშოროსო ორგანიზაციის (SE™ International) მხარდაჭერითა და ქართულ-ამერიკული სომატური გამოცდილების ტრავმის ინსტიტუტის ორგანიზებით.
პროგრამის მიზანია, მონაწილეებს მისცეს სომატური გამოცდილების (SE™) მიდგომით ტრავმასთან მუშაობის სიღრმისეული შესწავლისა და, საკუთარი პროფესიული საქმიანობის უფლებამოსილობის ფარგლებში, პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა.
სომატური გამოცდილების (Somatic Experiencing®, SE™) პროფესიული სასწავლო პროგრამა მოიცავს ლექციებს, სამუშაოს დემონსტრაციებსა და ჯგუფებში სტუდენტების პრაქტიკული მუშაობის სესიებს პროფესიონალი ასისტენტების დახმარებით. კურსი შედგება 6 ტრენინგ-მოდულისგან და სწავლება განხორციელდება 3 წლის განმავლობაში. თითოეული წელი მოიცავს ორ 6 დღიან მოდულს. სასწავლო მოდულები ჩატარდება თანმიმდევრობით სამ საფეხურად: საწყისი, შუალედური, უმაღლესი.
სამწლიანი პროგრამის გარდა, ტრენინგის მონაწილემ დამატებით უნდა გაიაროს ინდივიდუალური თერაპიის 12 და ჯგუფური კონსულტაციის 18 საათი იმისათვის, რომ გახდეს სომატური გამოცდილების პრაქტიკოსი.
სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ფსიქოლოგებს, ფსიქოთერაპევტებს, ფსიქიატრებს, სოციალურ მუშაკებს, მასწავლებლებს, სპეც. პედაგოგებს, ნებისმიერი სპეციალობის წარმომადგენლებს, ვისაც ადამიანებთან აქვთ შეხება.
პროგრამის მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია და კანდიდატების შერჩევა ხდება წინასწარი გასაუბრებით.
პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერთიფიკატს და შესაძლებლობა ექნებათ გახდნენ სომატური გამოცდილების საერთაშოროსო ორგანიზაციის (SE™ International) მიერ სერთიფიცირებული სომატური გამოცდილების პრაქტიკოსები (SEP).
2024-2026 წლის ნაკადისთვის საწყისი საფეხურის პირველი 6 დღიანი ტრენინგი ონლაინ ჩატარდება და საფასური 850 დოლარი, early bird-ით 720 დოლარი. დანარჩენი ტრენინგები თბილისში ჩატარდება და საფასური იქნება 1100 დოლარი, early bird-ით 990 დოლარი. სამწლიანი პროგრამის სრული საფასური გამოდის 6350 დოლარი, early bird-ით 5670 დოლარი. გადახდა შესაძლებელია ნაწილ-ნაწილ ყოველი ტრენინგის წინ (ეს პირველი 2024-2026 წწ. ნაკადის ფასებია და შემდომი ნაკადების შემთხვევაში, პროგრამის საფასური შეიძლება შეიცვალოს).
სომატური გამოცდილების შესახებ საინფორმაციო ბმულები:
არიელ ჯიარეტოს სომატური გამოცდილების შესავალი ვებინარის ჩანაწერი შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე:
https://www.youtube.com/watch?v=l3-Qb9_mlWU
სომატური გამოცდილების წამყვან ტრენერთან, არიელ ჯიარეტოსთან ინტერვიუს ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
https://youtu.be/eUimhyiDX_s?si=6XhzGeknvvY1P7a2
